ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სეულში ყოფნისას ხელი მოაწერა უკრაინისთვის დამატებითი 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს.
CNN-ის ცნობით, ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.
კანონპროექტი, ჯო ბაიდენს სეულში მას შემდეგ გადაეგზავნა, რაც სენატმა ის დაამტკიცა.
კანონპროექტი ბაიდენს სეულში გადაეგზავნა მას შემდეგ, რაც სენატმა ის დაამტკიცა.
თეთრი სახლის ლიდერი, ამჟამად ესწრება სახელმწიფო ვახშამს სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან. მან ხელი მოაწერა დახმარების პაკეტს კამერის მიღმა მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, პაკეტი მოიცავს 20,1 მილიარდ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც სავარაუდოდ, ითვალისწინებს მოწინავე იარაღის სისტემების გადაცემას, როგორიცაა საზენიტო რაკეტები და შორი დისტანციის არტილერია.
კანონპროექტში ასევე შედის 8 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის ზოგადი ეკონომიკური მხარდაჭერა, თითქმის 5 მილიარდი დოლარის გლობალური სასურსათო დახმარება უკრაინის სოფლის მეურნეობის კოლაფსის შედეგად გამოწვეული საკვების პოტენციური დეფიციტის მოსაგვარებლად და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ერთობლივი მხარდაჭერა ლტოლვილებისთვის.
ავტორი