რუსეთმა ხელახლა განათავსა ისკანდერ-მ-ის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების სისტემები (SRBM) ბელარუსიის ბრესტის რეგიონში, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ-მდე მანძილის დაშორებით. ამის შესახებ ინფორმაციას ukrinform უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინულ ობიექტებზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების საფრთხე იზრდება.