სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154- ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება 2022 წლის 23 მაისს დაიწყო,_ ამის შესახებ ნათქვამია უწყების განცხადებაში.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”,_ აცხადებენ სუს-ში.
ინფორმაციისთვის, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოეტმა ზვიად რატიანმა მას მუქარის შემცველი განცხადებები გაუგზავნა.