ბრიტანული გამოცემა “thetimes “ -ის ცნობით, ლონდონი, მოკავშირეებთან ერთად მსჯელობს შავი ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნაზე, უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავი ტვირთების დასაცავად.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ბრიტანეთისა და ლიტვის საგარეო მინისტრებმა განიხილეს.
Thetimes წერს, რომ ოდესის პორტის ბლოკადის გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შიმშილი ემუქრება. უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, ომის გამო კი მარაგები ლპება.
„მსურველთა კოალიცია“ მიზნად ისახავს რუსეთის ბლოკადის გარღვევას შემდეგი კვირების განმავლობაში, ოდესიდან ბოსფორის გავლით „დამცავი დერეფნის“ მიწოდებით,“ – წერს გამოცემა.
ბრიტანული გაზეთი აღნიშნავს, რომ არსებობს შიში, რომ დრო იწურება, მსოფლიო სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, შეერთებულმა შტატებმა ასევე თქვა, რომ აგზავნის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს რუსული გემების გასაყვანად.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელმაც დერეფანი განიხილა ბირიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან, ლიზ ტრუსთან, თქვა, რომ კოალიცია შეიძლება შეიცავდეს ნატოს ზოგიერთ ქვეყანას და სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მარცვლეულზე.
Thetimes ინფორმაციით, მოკავშირეები ფიქრობენ, რომ ეგვიპტემ, რომელიც მძიმედ დაზარალდა ხორბლის დეფიციტით, შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს დერეფნის დაცვაში.