,,თუ უკრაინა დამარცხდება, შემდეგი სლოვაკეთი იქნება,“ – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჰეგერმა გააკრიტიკა ევროკავშირის წევრები რუსეთის ენერგეტიკაზე ზედმეტად დაყრდნობის გამო. მან მოუწოდა ლიდერებს, „შეწყვიტონ კომპრომისები“ თავიანთი პრინციპებით რუსეთთან ურთიერთობისას
,,პუტინთან დიდი ხანი ვიყავით თავდაცვით რეჟიმში. თამამები უნდა ვიყოთ, დემოკრატიული სამყარო უნდა იყოს თამამი, რათა მთელ სამყაროს ვაჩვენოთ, რომ ეს არის ცხოვრების საუკეთესო გზა. ჩვენ ქმედებებით გაჩვენებთ და ეს ქმედება მდგობარეობს იმაში, რომ დავეხმარებით უკრაინას და მათ უნდა გაიმარჯვონ. ჩვენ, მათ, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე სამხედრო დახმარებას გავუწევთ, რადგან ისინი საკუთარ თავებს იცავენ, ისინი ჩვენს ფასეულობებს იცავენ. ისინი თავიანთ სისხლს ღვრიან ჩვენი ფასეულობებისთვის, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს. თუ უკრაინა დამარცხდება, შემდეგი სლოვაკეთი იქნება. გეუბნებით, სლოვაკეთი იქნება შემდეგი, ჩვენ არ გვინდა რომ ეს დავუშვათ,“ – განაცხადა პრემიერმა.
ავტორი