პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. დაკარგული მოქალაქე გიორგი ჯიქიაა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მასთან კონტაქტი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ ჰქონიათ.
“19-მაისს ქუთაისის აეროპორტიდან გაფრინდა ვარშავა-შოპენის მიმართულებით. დღეს უკვე მე-7 დღეა და არ გამოსულა კავშირზე. პოლონეთის საკონსულო გვეუბნება, რომ ამ სახელი და გვარის პიროვნება პოლონეთის არც ერთ უწყებაში არ არის დაკავებული. არ არის სადეპორტო განყოფილებაში, არც სასაზღვრო პოლიციაში. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გავაკეთეთ განაცხადი. უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ ამ პიროვნების მოძებნაში!”_ აცხადებს “გურია ნიუსთან” დაკარგულის მეუღლე.
ავტორი