ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს.
ამასთან დაკავშირებით ბაიდენმა მერილენდის შტატში, აშშ-ის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებისადმი სიტყვით მიმართვისას ისაუბრა.
“ის არა მხოლოდ ცდილობს დაიპყროს უკრაინა, არამედ ფაქტობრივად, ცდილობს მოსპოს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს, რასაც არავითარი სხვა მიზანი არ აქვს გარდა კულტურის აღმოფხვრისა. ეს არის პირდაპირი თავდასხმა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე”, – თქვა ჯო ბაიდენმა.
მანვე აღნიშნა, რომ პუტინი ევროპის “ფინლანდიზაციას” ცდილობდა, მაგრამ ამის ნაცვლად, “მთელი ევროპა ნატოდ აქცია”.