ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 21759 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21650 პაციენტი, გარდაცვლილია 96 პაციენტი.
ამ დროისთვის, აქტიურია ინფიცირების 13 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 3 სტაციონარში, 10 კი ბინაზე მკურნალობს.