ვაჟა-ფშაველას ძალიან უყვარდა დროსტარება. ვაჟას დარად არც ილია იყო გულგრილი დროსტარების მიმართ. ილიაობაზე ყველას თავისთან ეპატიჟებოდა ხოლმე საგურამოში, თან წესად ჰქონდა, მისი ოჯახიდან ფზიზელი არავინ უნდა გამოსულიყო.
ერთ-ერთ ილიაობაზე ვაჟა-ფშაველაც მოხვედრილა და შეზარხოშებულა თუ არა შინ წასვლა მოუნდომებია – ვაჟამ სმაში ზომა იცოდა. ვინ არ მიუსვა ილიამ, რომ დაეთროთ, მაგრამ ფშაველი რის ფშაველი იყო, სიტყვას რომ გადასულიყო.
წასასვლელად გამზადებული ვაჟა გარეთ გამოსულა და რას ხედავს: არყით აყროლებული ცხენი ფეხზე ვეღარ დგას. ტორტმანებს.
გულიანად გაუცინია პოეტს და უთქვამს: მე რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო… და იმ ღამეს საგურამოში დარჩენილა.
ავტორი