დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთის მზადყოფნა, რომ უკრაინის პორტებზე ბლოკადა სანქციების გაუქმების სანაცვლოდ მოხსნას, რაც ხაზს უსვამს იმ დარტყმას, რომელსაც რეჟიმს მის წინააღმდეგ შემოღებული ზომები აყენებს.
“რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი კეთილგონიერ აქტორად და ნებისმიერ წარუმატებლობაში დასავლეთი დაადანაშაულოს. რუსეთის მცდელობა, რომ საერთაშორისო სანქციების სიმძიმე შეამციროს, ხაზს უსვამს იმ დარტყმას, რომელსაც რეჟიმს სანქციები აყენებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ თქვა, რომ გარკვეული სანქციების მოხსნის შემთხვევაში მზად არიან, უკრაინული გემებისთვის, რომლებმაც პორტები უნდა დატოვონ, ჰუმანიტარული დერეფანი უზრუნველყონ.
ავტორი