გურიაში 5 ივნისის ჩათვლით თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
როგორც გვაზავამ აღნიშნა, 1 ივნისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
“1 ივნისის დღისა და ღამის საათებში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 1-2 ივნისს +26 გრადუსამდე. 3 ივნისიდან ისევ მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. 5 ივნისის ჩათვლით თბილი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +31 გრადუსი დაფიქსირდება”,_ განაცხადა გვაზავამ.
ავტორი