რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ვარაუდი, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავად არის.
BBC-ის ინფორმაციით, ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუში, ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის ლიდერი ყოველდღე ჩნდება საზოგადოებაში და არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ ხედავს დაავადების რაიმე ნიშანს.
გახშირდა მედიის დაუდასტურებელი ვარაუდები, რომ ბ-ნი პუტინი, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდება, შესაძლოა დაავადებული იყოს ავადმყოფობით, შესაძლოა კიბოთი.
„შეგიძლიათ უყუროთ მას ეკრანებზე, წაიკითხოთ და მოუსმინოთ მის გამოსვლებს. ვტოვებ მათ სინდისზე, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელებს, მიუხედავად ყოველდღიური შესაძლებლობებისა, შეაფასონ, როგორ გამოიყურება ვინმე“,_ ამბობს ლავროვი.