,,დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის გამო ამიაკის გაჟონვა მოხდა,“ – ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ განაცხადა.
„ბახმუტის რაიონში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის განშტოება, ეს ნაწილი 2014 წლიდან არ გამოიყენება, სარქველები დაკეტილია, მაგრამ ახლა მისგან ამიაკი გამოდის. თავად ამიაკის ღრუბელი მოძრაობს ნიადაგის ზემოთ სოფელ მაისკოედან ბახმუტისკენ“, – თქვა კირილინკომ.
მისივით თქმით, ბახმუტი, გლადოსოვო, დაჩა, ნიკოლაევკა ვტორაია, ოდრადივკა და ოპიტნე შეიძლება მოხვდნენ დაზარალებულ ზონებში.
“ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას აცნობა უსაფრთხოების აუცილებელი ზომების შესახებ. მაშველები უკვე მზად არიან ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება”, – დააზუსტა კირილენკომ.
ავტორი