ლატვიის პრემიერ- მინისტრი არტურს კრიშიანის კარინშმა მიესალმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ბოლო რაუნდს და თქვა, რომ “რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი”.
“ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებული აღარ იყოს. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ქვეყნებმა ისეთი ინფრასტრუქტურა შექმნეს, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ჩვენ მას ძალიან სწრაფად ვშორდებით. ზოგიერთი წევრი ქვეყნისთვის ეს ადვილია, ზოგიერთებისთვის კი უფრო რთული პორტებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, თუმცა, ყველა ერთი მიმართულებით მოძრაობს.
გუშინ ჩვენ შევთანხმდით მეექვსე სანქციების რაუნდზე, რომელიც მოიცავს ნავთობს, ეს შეამცირებს რუსეთის ნავთობის ევროკავშირში ექსპორტის დაახლოებით ორ მესამედს.
ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგი ამბავია. რაც უფრო ძლიერი იქნება სანქციები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი. ეს კიდევ ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დაფინანსება კიდევ უფრო რთული გახდეს”, – თქვა ლატვიის პრემიერმა ბრიუსელში.
ევროპა რუსული ენერგიის ყველაზე დიდი მყიდველია. ევროსტატის მონაცემებით, 2021 წელს რუსული ნედლეული ბლოკის იმპორტის 27%-ს შეადგენდა. ეს არის დაახლოებით 2,4 მილიონი ბარელი დღეში, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემების მიხედვით. IEA-ს თანახმად, დაახლოებით 35% მიწოდებული იქნა მილსადენებით. თუმცა, მილსადენის მიწოდების დიდი წილი შეადგინა რუსული ნავთობის გადაზიდვებმა უნგრეთში (86%), ჩეხეთის რესპუბლიკაში (97%) და სლოვაკეთში (100%).
ავტორი