anadolu-ს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის საშუალებას არ აძლევს.
ლავროვი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა უკუშედეგი გამოიღო და დასავლეთი რუსეთზე მეტად დააზარალა.
გაეროს შეფასებით, რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 4,113 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 4,916 დაშავდა, რეალური რიცხვი კი გაცილებით მეტია.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 6,8 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა სხვა ქვეყნებში, ხოლო 7,7 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.