,,რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის პოზიციებზე რუსული საარტილერიო სროლა, სრულიად გამართლებული სამიზნეა განადგურებისთვის,“ – განაცხადა უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და მშვიდობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა უილიამ ტეილორმა ვაშინგტონში ერთ-ერთ უკრაინულ ღონისძიებაზე. ამის შესახებ Ukrinform წერს.
,,თუ საუბარია რუსული სამხედრო ნაწილების უკრაინულ მხარეს სროლაზე, ეს არის სამიზნეები. არ აქვს მნიშვნელობა სად არიან ისინი – უკრაინაში თუ რუსეთში,” – თქვა ტეილორმა.
დიპლომატის თქმით, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება სჭირდება და აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მიწოდების აქტუალურობას: რაც უფრო ადრე, მით უკეთესი.
ტეილორის თქმით, რუსეთს, ასევე აქვს იარაღის დიდი არსენალი, რომლითაც ის მნიშვნელოვან დარტყმებს ახორციელებს უკრაინის პოზიციებზე. ამიტომ, HIMARS და MLRS სისტემები შეიარაღებულ ძალებს დამატებით მანძილს მიაწვდიან, რათა არ მოხვდნენ მტრის ცეცხლის ქვეშ.
“შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს მეტი, მიაწოდოს დამატებითი ინდივიდუალური იარაღი, ზოგადად იარაღის მეტი სახეობა. HIMARS და MLRS სისტემები კარგი ნაბიჯია, კარგია, რომ ადმინისტრაციამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ახლა მათ შეუძლიათ გააფართოვონ ეს და გაგზავნონ მეტი საბრძოლო მასალა, რაკეტები ამ გამშვებისთვის მნიშვნელოვანია.
შეერთებულმა შტატებმა ახლავე უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას, რითაც შეგვიძლია,”– თქვა დიპლომატმა.
ავტორი