რომის პაპმა ფრანცისკემ თავისი მორიგი მიმართვისას მთავრობის ლიდერებს მოუწოდა ეძიონ დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინაში ომის დასასრულებლად.
“სანამ სიკვდილისა და ნგრევის მრისხანება გრძელდება და წინააღმდეგობრივი პოზიციები ვრცელდება, რაც იწვევს ესკალაციას, რომელიც ყველასთვის უფრო საშიშია, მე ვაგრძელებ მოწოდებას ეროვნული ლიდერებისადმი: გთხოვთ, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას დანგრევამდე, ნუ მიიყვანთ კაცობრიობას დანგრევამდე.
აწარმოეთ რეალური მოლაპარაკებები, კონკრეტული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მდგრადი გადაწყვეტისთვის. მოუსმინეთ დაზარალებული ხალხის სასოწარკვეთილ ძახილს – ამას ყოველდღიურად ვხედავთ მედიაში – პატივი ეცით ადამიანის სიცოცხლეს, შეაჩერეთ ქალაქებისა და სოფლების მაშტაბური ნგრევა“, _ განაცხადა პაპმა.
ცნობისთვის, შაბათს, 4 ივნისს, რომის პაპმა უკრაინელ ბავშვს უთხრა, რომ მას სურს უკრაინაში ვიზიტი და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან განიხილავს შესაძლო მოგზაურობას.
ავტორი