ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე ჭერი ჩამოვარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სასწავლო პროცესი, არ იყო დაწყებული.
როგორც საჯარო სკოლაში ამბობენ, შემთხვევის დროს ოთახში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ის ოთახს ალაგებდა.
“ჩვენი სკოლის დამლაგებელი იმყოფებოდა ოთახში. სასწაულებრივად გადარჩა. მინდა გითხრათ, რომ სკოლა არის ავარიული და საჭიროებს რემონტს,“ – გვითხრეს დვაბზუს საჯარო სკოლაში.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა უწყება, რომლებსაც ეხება ეს საკითხი საქმის კურსშია ჩაყენებული.
“ინფორმაცია ასევე მივაწოდეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ამ წუთებში სასწავლო პროცესი დვაბზუს საჯარო სკოლაში მიმდინარეობს შენობის პირველ სართულზე. მეორე სართული გადაკეტილია,“ – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
ავტორი