საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე – „არა ევროსოდომს საქართველოში!“ – აქციის 3 სამი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულებს შორის გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები არიან. აქციის მონაწილეების დაკავება ევროკავშირის დროშის დახევის მცდელობას მოჰყვა.
მანამდე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად ლგბტ დროშა დახია.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი.
წყარო: ipn