ამერიკელი მომღერალი, ბრიტნი სპირსი სემ ასგარზე დაქორწინდა. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს გაიცნო მუსიკალური კლიპის გადასაღებ მოედანზე სიმღერისთვის Slumber Party.
ცოტა ხნის წინ მათ განაცხადეს, რომ შვილს ელოდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მომღერალმა ბავშვის შენარჩუნება ვერ მოახერხა.
როგორც BBC იუწყება, მათ ლოს ანჯელესში იქორწინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ქორწილში 100-მდე ადამიანს დაპატიჟა, თუმცა მათ შორის ბრიტნის და და მშობლები არ იყვნენ.
ქორწილამდე ვარსკვლავის ყოფილი ქმარი სახლის გარეთ პოლიციამ გააჩერა, მას შემდეგ, რაც ღონისძიების ჩაშლა სცადა.
ცნობისთვის, ჯეისონ ალექსანდრემ, რომელიც 2004 წელს სპირსზე სულ რაღაც 55 საათით იყო დაქორწინებული, პირდაპირ ეთერში გავიდა და განაცხადა, რომ მოახერხა ბინაში შესვლა, დაცვის თანამშრომელს და სხვა ადამიანებს გვერდი აუარა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის ჩხუბობდა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.