ჰაკერული ჯგუფები შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ახორციელებენ კიბერშეტევებს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო უწყებებზე, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანდრეი კრუტსკიმ.
მისი თქმით, ჰაკერული ჯგუფი მონაწილეობს რუსეთის წინააღმდეგ უკანონო ოპერაციებში.
”სულ 22 ჰაკერული ჯგუფია ჩართული რუსეთის წინააღმდეგ არალეგალურ ოპერაციებში , მათგან ყველაზე აქტიურია უკრაინის IT-არმია ( უკრაინა ), GhostClan ( აშშ ), GNG ( საქართველო ), Squad303 ( პოლონეთი )”, – თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ კიბერშეტევით ზარალდება ქვეყნის კრიტიკული საინფორმაციაო ინსფრასტუქტურა.
„2022 წლის მაისის მდგომარეობით, 65000-ზე მეტმა „დივანის ჰაკერმა“ აშშ-დან, თურქეთიდან , საქართველოდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან მიიღო მონაწილეობა კოორდინირებულ DDoS შეტევებში ჩვენი ქვეყნის კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის Rutube ვიდეო ჰოსტინგზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და საცავებზე. ზარალდება ჩვენი მოქალაქეების და რუსეთში მცხოვრები უცხოელი პერსონალური მონაცემების ობიექტები“, – აღნიშნა დიპლომატმა.
რუსული მხარის მტკიცებით, 2022 წლის მაისის მდგომარეობით, აშშ-დან, თურქეთიდან, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებიდან 65 000-ზე მეტი ჰაკერი რეგულარულად მონაწილეობდა კოორდინირებულ შეტევებში რუსეთის კრიტიკულ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე.
ავტორი