“მე არავინ ვიცი საქართველოში, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული, – აღნიშნული განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„აშშ-მა კარგად იცის, რა გამოიარეს ქართველებმა და რას გრძნობენ იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ძალიან კარგი დემონსტრირებაა, რას გრძნობენ ქართველები ამ ბრძოლაში. რაც დანამდვილებით საჭიროა, არის არა ეს ბრძოლა ქართველებს შორის, ქართველები უნდა გაერთიანდნენ. ეს არის საკითხი, სადაც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გვერდით გადადებს მათ უთანხმოებას და გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის, ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა, ერთიანობა და არა ბრძოლა. მინდა, ვიხილო ქართველები, რომლებიც მისდევენ თავიანთ მოდელს – „ძალა ერთობაშია“. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
„გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებისმიხედვით, შეკითხვაზე: ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში?
გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება; 20,8% არ ეთანხმება; 1,6% ამბობს, რომ არ იცის.