წუხელ, გვიან ღამით, ბათუმი- ქობულეთის ავტობანის ერთ-ერთ მონაკვეთზე საზარელი ავტოკატასტროფა მოხდა. დაიღუპა 35 წლის გიორგი ნემსიწვერიძე.
ის ქობულეთის მკვიდრია. ჰყავს მშობლები, მეუღლე და ორი შვილი.
_საოცარი ახალგაზრდა იყო, ჭკვიანი, მშრომელი, ოჯახის მოსიყვარულე. არ ვიცი, როგორ უნდა გავუძლოთ ამ ტრაგედიას, _ გვითხრა ოზურგეთელმა მარინა სუნგულიამ, რომელიც ოჯახის ახლო ნათესავია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.
„გურია ნიუსი“ გამოთქვმას მწუხარებას და თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს.
ავტორი