გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ 19 ივნისის ჩათვლით გურიაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
“დღეს ნარჩუნდება წვიმიანი ამინდი. ხვალ ნალექის ინტენსიობა კლებულობს. მოსალოდნელია რომ ზღვის ტერიტორიაზე იყოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა, მაგრამ არამდგრადი ამინდი 19 ივნისის ჩათვლით ნარჩუნდება და თითქმის ყოველდღე შუა დღოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ამ დღეებში დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი, ღამით კი +17, +18 გრადუსი დაფიქსირდება“,_ ამბობს გვაზავა.