დღეს თავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დრო კომენტარი გააკეთა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.
“მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ითხოვდა ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობისგან, რომ დაფიქსირებულიყო ერტი სიტყვა _ საქართვლოს ევროპული პერსპექტივა და ეს სიტყვა არის დაფიქსირებული და შესაბამისად, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. აქ განსხვავება არის იმაში, რაც უკრაინის მიმართ ითქვა და რაც მოლდოვას მიმართ ითქვა , თუმცა, გასაგებია რამ გამოიწვია ეს განსხვავება, იმიტომ, რომ უკრაინაში არის ომი და ასევე, მძიმე დღეში არის უკრაინაში ომს გამო მოლდოვა , სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მეხუთედი ლტოლვილი აფარებს თავს და ორივე ქვეყანა არის მძიმე მდგომარეობაში. ამიტომაც მოხდა, როგორც ჩანს, დაჩქარება პოლიტიკური გადაწყვეტილების. მათ უკვე დღესვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა, საქართველოსთვის გაიხსნა ევროპული პერსპექტივა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,”– თქვა სოზარ სუბარმა.
ავტორი