რუსეთის მიერ, უკრაინაში შეჭრის ოთხი თვის თავზე იაპონურმა ერთ-ერთმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა გეგმების შეცვლა, მგზავრების შეშფოთების გამო, რათა თვითფრინაზე დატანებული ,,Z“ ნიშანი შეიძლება მიუთითებდეს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინაში შეჭრას. ამის შესახებ CNN წერს.
ტოკიოში დაფუძნებული Zipair – JAL-ის დაბალფასიანი შვილობილი კომპანია Japan Airlines – მა გამოაცხადა, რომ 18 ივნისიდან ამოიღებს “Z”-ს თვითმფრინავის კუდის ფრთებიდან, მას კი ზოლების გეომეტრიული ნიმუშით ჩაანაცვლებს.
რედიზაინი თავდაპირველად დაგეგმილი იყო, როგორც განახლება შეჭრამდე, რათა აღენიშნათ იაპონიის მიერ მისი პანდემიური მოგზაურობის შეზღუდვების შესუსტება და წარმოდგენილი იყო ავიაკომპანიის ახალი მარშრუტი ტოკიოდან სან ხოსემდე, კალიფორნია.
თუმცა, Zipair-ის პრეზიდენტმა შინგო ნიშიდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Zipair-ის კლიენტები უკვე დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას და გამოხატეს შეშფოთება ავიაკომპანიის არსებული ლოგოს გამო, რომელიც 2018 წლიდან იყო გამოყენებული.
ცნობისთვის, რუსეთმა “Z” გამოიყენა მისი შემოჭრის სავარაუდო გამარჯვების სიმბოლურად . ,,Z” ტანკებსა და უნიფორმებზე არის გაკრული და კრემლის მომხრეებმა ის გამოიყენეს თავიანთი მხარდაჭერის გასაჯაროებისთვის.
ავტორი