რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ დაიწყო, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.
აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.
აქციის ორგანიზატორების ცნობით, დღევანდელი შეკრების მიზანია. ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ავტორი