სენაკში ძლიერი წვიმის შედეგად, ავტოსადგური დაიტორა. ასევე, უხმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობასაც.
როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, დატბორილია ცენტრალური ქუჩები, ასევე,მოსახლეობას წყალი საცხოვრებელ სახლებშიც შეუვარდა. საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის უფსაფრთხო ადგილას გადაყვანა. უხვმა ნალექმა სენაკის მუნიციპალიტეტში ხიდები და შიდა გზებიც დააზიანა.
ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია. სენაკის კეთილმოწყობის სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
ზარალის დამთვლელმა კომისიამ სენაკში დილიდან დაიწყო მუშაობა.