BBC-ის ინფორმაციით, ელექტრომობილი კომპანიის მესამე სართულიდან გადმოვარდა.
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი Nio აცხადებს, რომ ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულებიდან ერთი კომპანიის თანამშრომელი, მეორე კი პარტნიორი კომპანიის წევრი.
როგორც ცნობილია, ისინი მანქანაში იმყოფებოდნენ, როდესაც ავტომობილი შენობიდან გადმოვარდა.
“ნიო” ამბობს, რომ მან დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ინციდენტის შესახებ.