ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აანონსებს ოთხი ბატალიონის შექმნას, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ. – ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ჩეჩნეთში ოთხი ბატალიონის გარდაუვალი ფორმირება მოხდება, პერსონალის შთამბეჭდავი რაოდენობით და ექსკლუზიურად ჩეჩენი ბიჭებით.
“მეგობრებო, ძალიან მალე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩამოყალიბდება ოთხი სამხედრო ბატალიონი ჩრდილო-ახმატი, სამხრეთ-ახმატი, დასავლეთ ახმატი და აღმოსავლეთ-ახმატი. ჩეჩენი ბიჭები შეავსებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჯარებს. ახალი ბატალიონების ჩამოყალიბების სურვილი სრულად აღჭურვილი პერსონალით, გამოწვეულია რეგიონის ახალგაზრდობაში უკიდურესად პატრიოტული განწყობით. სამშობლოს დაცვის სურვილი იზრდება და ჩვენი ამოცანაა, მივცეთ მათ ასეთი შესაძლებლობა”, – წერს კადიროვი ტელეგრამის არხზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარესთან, მაგომედ დაუდოვთან ერთად, ეწვია ხანკალას შიდა დასახლებას, რათა შეემოწმებინა პოტენციური შენობა, რომელიც გადაკეთდება ორი ახალი ბატალიონის საჭიროებისთვის. სხვა ჯგუფებისთვის კი, ლოკაცია უკვე შერჩეულია.⠀
კადიროვის თქმით, ბაზა უზრუნველყოფილი იქნება ყველანაირი კომფორტი საცხოვრებელი და სათაო ოფისით, ფეხბურთის, ფრენბურთის, ჩოგბურთის და სავარჯიშო ადგილებით, ასევე, სააღლუმე მოედნით.
„დავავალე ჩეჩნეთის დამსწრე ვიცე-პრემიერებს, სამინისტროების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, მოემზადონ საპროექტო ხარჯები, დაამონტაჟონ საჭირო კომუნიკაციები და დაიწყონ ობიექტამდე მიმავალი გზის ასფალტირება“, – დასძინა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.
ავტორი