არ შევალ სპეკულაციაში, რა გათვლებია ამ სპექტაკლის უკან – ეს აჩვენებს უმძიმეს კრიზისს, რომელშიც “ქართული ოცნებაა” შესული, – ასე აფასებს სამი დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ზეწოლა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებაზე”, რათა მიაღწიონ მის საბოლოო ჩამოშლას და დეოლიგარქიზაციას.
„მგონი არავის სჯერა, რომ ბატონი ხუნდაძე, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირიდან უნდა გამოიტანოს საერთოდ განაცხადი, რაიმეს აკეთებს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. ივანიშვილს თუ სურს, რომ დააჩქაროს ისედაც მძიმე დამოკიდებულება, რაც არის დღეს დასავლეთში მის მიმართ, რა თქმა უნდა, შეუძლია გააძლიეროს ანტიდასავლური პროპაგანდა მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების მხრიდან. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება” არის უმძიმეს კრიზისში. მას ძალიან სწრაფად ტოვებენ მხარდამჭერები და სწრაფად იბანენ ხელს “ქართული ოცნების” მომხრეები ამ პოლიტიკური ძალისგან, რადგან ყველა ხედავს, რომ მათ არანაირი პოზიტიური შედეგის მოტანა ქვეყნისთვის არ შეუძლიათ,”– განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისათვის, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს.