„ათწლეულების განმავლობაში, NATO ყველაფერს აკეთებდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ დავაარსეთ ნატო-რუსეთის საბჭო, შევთანხმდით ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტზე, მოვიწვიეთ რუსეთი სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად… NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც შეთანხმებულია 2010 წელს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია. დღეს რუსეთი ჩამოშორდა ნდობის, მეტი პარტნიორობისა და ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მცდელობას“, – აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგის თქმით, წლების განმავლობაში, რუსეთის ქცევამ შეუძლებელი გახადა მოსკოვთან პარტნიორობა.
„მათ ეს გააკეთეს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით, 2014 წელს ყირიმის ანექსიით და 2014 წლიდან აღმოსავლეთ დონბასში ძალის გამოყენებით. ომი არ დაწყებულა 2022 წლის თებერვალში. ომი დაიწყო 2014 წელს. რაც ვნახეთ წელს, ეს არია ომის ესკალაცია, რომელიც უკრაინაში წლების წინ დაიწყო. რუსეთის ქცევამ შეუძლებელი გახადა მოსკოვთან ისეთი პარტნიორობის, ჩართულობის გაგრძელება, რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. დიახ, აშკარა დაძაბულობაა… ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზეა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. ეს იყო და არის ნატოს გზავნილი. ეს არის ყველა იმ ქვეყნის გზავნილი, რომელიც დღეს სამიტზეა წარმოდგენილი. ჩვენ ვართ თანამოაზრე ქვეყნები, ნატო-ს მოკავშირეები, ევროკავშირი, საქართველო… ფინეთი და შვედეთი (რომლებიც მალე გახდებიან ნატოს წევრები) და აზია-წყნარი ოკეანის 4 ქვეყანა. არ შეგვიძლია გულუბრყვილოები ვიყოთ, როცა საქმე რუსეთს ეხება: ისინი ძალას იყენებენ. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, გავლენის სფეროები შექმნას და გააკონტროლოს მეზობლები. ჩვენ უნდა გავუწიოთ მხარდაჭერა იმ პარტნიორებს, რომლებსაც რუსეთის თავდასხმის რისკის ქვეშ არიან და ამავდროულად, ასევე უზრუნველვყოთ, რომ რუსეთის მიერ NATO-ს რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სახის სამხედრო ქმედება არ განხორციელდეს“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
წყარო: imedinews