,,ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული.“ – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტერ მიკისკამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განცხადებით, ახლა საუბარი იმაზე, რომ 6 თვის შემდეგ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა მაინც ვერ მიიღებს, ნაადრევია და აღნიშნა, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ამაზე საუბარი კი ნაადრევია.
“ამ რეკომენდაციების შესრულება, პრიველ რიგში, საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული. საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, რომლებიც უნდა შესრულდეს. პირველ რიგში, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ ამის შემდეგ კი შეგვიძლია გავმართოთ დისკუსიები, გვქონდეს კომუნიკაცია და განვიხილოთ როგორ იქნა შესრულებული რეკომენდაციები მთავრობის მიერ. იმის თქმა, რომ საქართველო 6 თვის შემდეგაც ვერ მიიღებს სტატუსს არის ნაადრევი, უნდა დაველოდოთ რას გააკეთებს მთავრობა ამ მიმართულებით და როგორ შეასრულებს ის ევროპული საბჭოს რეკომენდაციებს, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს, ახლა კი ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ამაზე საუბარი ნაადრევია”, – თქვა პეტერ მიკისკამ.
ცნობისთვის, გუშინ “ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანდიდატის თემა იყო ერთგვარი “სათაგური”, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. მათივე აზრით, სანქციების ან ომში ჩართვის გარეშე ჩვენ 6 თვეშიც სტატუსს არავინ მოგვანიჭებს.
ავტორი