უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციების დროს, მომიტინგეების სამართალდამცველებთან დაპირისპირებას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, 243 კი დაშავდა. – ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყნის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებულია 516 ადამიანი, 200 ზე მეტი ადამიანი კი საავადმყოფოში მკურნალობს
რეგიონში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ გამოაქვეყნა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიხედვითაც ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის აღწერიდან უნდა ამოეღოთ სიტყვა სუვერენული და გაეუქმებინათ ის მუხლი, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკას უზბეკეთის შემადგენლობიდან გასვლის უფლებას აძლევს.
დაძაბულობამ პიკს ივლისის პირველ რიცხვებში მიაღწია, როდესაც ყარაყალპაკეთის დედაქალაქ ნუკუსში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გავიდა. შექმნილი მდგომარეობის გამო უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზოევს ნუკუსში ჩასვლა ორჯერ მოუწია.
2 ივლისს კი ყარაყალპაკეთში 1 თვით საგანგებო მდგომარეობა შეიზღუდა. ასევე, რეგიონში შეიზღუდა მობილური და ინტერნეტკავშირი. შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ამოქმედებულია კომენდანტის საათიც. ამავდროულად, შეზღუდულია როგორც რესპუბლიკაში შესვლა, ასევე გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ აქციებზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, პრეზიდენტმა მირზოევმა რიტორიკა შეცვალა და განაცხადა, რომ ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი უცვლელი დარჩება.
ავტონომიური რესპუბლიკა, ძირითადად უდაბნოს რეგიონშია, არალის ზღვის მახლობლად, სულ რაღაც ორ მილიონზე ნაკლები მოსახლეობით უზბეკეთში, ქვეყანაში სულ 32 ცხოვრობს, ავტორიტარული მმართველობის ხანგრძლივი ისტორიით.
ავტორი