ექიმობა რომ გადავწყვიტე, მაშინაც არ მეგონა რომ ლეღვის ფოთლების ნახარშის თემაზე ამდენი საუბარი მომიწევდა. მთელ დამწვრობის ცენტრს, ყოველ წელს გვგონია, რომ იქნება წელი ლეღვის ფოთლების ნახარშის გარეშე, მაგრამ იმედები გვიცრუვდება“, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა.
„ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმა და რუჯი ერთმანეთთან საერთოდ კავშირში არ არის. ლეღვის ფოთლების ნახარშით მინიმალურ ეფექტსაც ვერ მივიღებთ. ეფექტი არის ერთი – დამწვრობის ცენტრის გაცნობით სრულდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
წყარო: იმედინიუსი