22 წლის ლიკა გიორგობიანი, რომელსაც ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა, პოლიციამ 7 ივლისს იპოვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დამატებით ინფორმაციას უწყება ამ ეტაპზე, არ ავრცელებს.
ლიკა გიორგობიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიპში, 30 ივნისს, დილის ათის ნახევრისკენ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ ის დაკარგულად ითვლებოდა.
ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების გამო პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი) მუხლით პირველ ივლისს დაიწყო.