რუსული მედიის ცნობით, რუსეთში McDonald’s-ის შემცვლელ რესტორნების ქსელს – „გემრიელია და წერტილი“ – კარტოფილი ფრის დეფიციტი აქვს. ზოგიერთმა რესტორანმა კარტოფილი მენიუდან დროებით ამოიღო. კარტოფილის სწორი ჯიშის დეფიციტი ნიშნავს, რომ სასადილოებს მოუწევთ სხვადასხვა გვერდითი კერძის პოვნა მათი ბურგერებისა და ნაგეტების თანხლებით. – ამის შესახებ BBC წერს.
კომპანიაში ამბობენ, რომ მათ ფრის მოსამზადებლად შესაბამისი ჯიშის კარტოფილის დეფიციტი აქვთ და ელოდებიან, რომ შემოდგომისთვის ის კვლავ დაბრუნდება მენიუში.
ტელეარხი წერს, რომ რუსული მედიისთვის მიცემულ განმარტებაში სწრაფი კვების კომპანია განმარტავს, რომ დეფიციტის მიზეზი 2021 წელს კარტოფილის შესაბამისი ჯიშის ცუდი მოსავალია. ამასთან, კომპანია ცდილობდა პროდუქტის იმპორტის გზით მოპოვებას, თუმცა ადგილობრივი მოსავლის ჩანაცვლება შეუძლებელი აღმოჩნდა.
McDonald’s-ის შემცვლელი კომპანიის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროც, რომელიც ცდილობდა შეემცირებინა ნებისმიერი სახის შეშფოთება კარტოფილის დეფიციტთან დაკავშირებით.
“რუსეთის ბაზარი სრულად მარაგდება კარტოფილით, მათ შორის გადამუშავებულით. გარდა ამისა, ბაზარზე უკვე შემოდის ახალი მოსავალი, რაც დეფიციტის შესაძლებლობას გამორიცხავს”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამერიკულმა სწრაფი კვების გიგანტმა, McDonald’s-მა რუსული ბაზარი უკრაინაში შეჭრის პროტესტის ნიშნად დატოვა. კომპანიამ რესტორნები რუს ბიზნესმენს მიჰყიდა, ივნისში კი მათ McDonald’s-ის ადგილას რამდენიმე სწრაფი კვების ობიექტი სახელად – გემრიელია და წერტილი (Вкусно и Точка) გახსნეს.
მაგრამ გახსნიდან ერთი თვის შემდეგ, მენიუს ერთ-ერთი მთავარი ელემენტის დეფიციტია. “რუსული კარტოფილი” – ტრადიციული ფრანგული ფრაის უფრო სქელი ვერსია – შესაძლოა ასევე მიუწვდომელი იყოს.
ავტორი