უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გამორიცხა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინის ტერიტორიის დათმობა და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები ამ დროისთვის არ მიმდინარეობს.
“უკრაინის ამოცანა ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, ტერიტორიული მთლიანობისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში სუვერენიტეტის სრულად აღდგენა. ეს არის ჩვენი საბოლოო პოზიცია მოლაპარაკებებზე. ამჟამად, რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მისი უწყვეტი აგრესიის გამო, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის არ მიმდინარეობს”, _ ამბობს კულება.
უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაეროს წარმომადგენლებს შორის სტამბოლში გასამართ მოლაპარაკებების წინ კულებამ აღნიშნა, რომ ძალიან ახლოსაა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ გაგრძელდეს რუსეთის მიერ ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან.
კულებამ, სტამბოლში მოლაპარაკებების დაწყებამდე, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინელი, რუსი, თურქი და გაეროს ოფიციალური პირები – თქვა, რომ რუსეთის მიერ დაბლოკილი მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმება ძალიან ახლოს იყო. მისივე განცხადებით, უფრო ფართო სამშვიდობო მოლაპარაკებები გაყინულია.
“ამჟამად არ მიმდინარეობს (სამშვიდობო) მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განგრძობითი აგრესიის გამო”, – განაცხადა კულებამ.
კითხვაზე კანადის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დაბრუნების შესახებ, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის, კულებამ თქვა, რომ კიევმა უთხრა ბერლინს და ოტავას, რომ ეს იყო “შეცდომა”.
ავტორი