სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„დღეს სომხეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ 30-წლიანმა მეგობრობამ და ეფექტიანმა თანამშრომლობამ ჩვენს მოძმე ერებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის თანმიმდევრულ განვითარებასა და განმტკიცებას ჩაუყარა საფუძველი“,- აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.