სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 18 ივლისს ახალი დადგენილება მიიღო, რომელიც მიღებისთანავე ძალაში შევიდა.
ამ დადგენილების მიხედვით, საკუთარი სამგზავრო ბარათით სხვა პირისთვის მგზავრობის საფასურის გადახდა ან სამგზავროდ სხვისთვის ბარათის გადაცემა კანონდარღვევად ითვლება. იმ შემთხვევაში თუ მსგავს ფაქტს დააფიქსირებენ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დააჯარიმებს და უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მოსარგებლე პირთა სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის 1 წლით დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ცნობილია, დაბლოკვის ვადის გასვლის შემდეგ კი, ბარათი ავტომატურად, უფასო განიბლოკება.
სამგზავრო პლასტიკური ბარათის განბლოკვა გამონაკლისის სახით იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ შესაბამის გადაწყვეტილებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი მიიღებს. განბლოკვაზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.