უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
“რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს რომ სხვას არ დაემართოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთობლივი გამარჯვება რუსეთზე უკრაინაში. რაც უფრო მალე გაკეთდება ეს, მით ნაკლები ზიანს გამოცდის ყველა ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.