შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, მარკ მილის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ის მიერ მიწოდებული ვერც ერთი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის განადგურება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. – მილმა, ამის შესახებ თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„დღემდე ეს სისტემები რუსებს არ გაუნდაგურებია და ყოველ ჯერზე, როცა მსგავს რამეს ვამბობ, შეშაზე ვაკაკუნებ. ისინი [უკრაინელები] ამ სისტემას ძალიან ეფექტურად იყენებენ სამიზნეების წინააღმდეგ ზუსტი იარაღის გამოყენებით. – თქვა მილმა.
მანამდე, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ HIMARS სისტემას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, რაც უკრაინაში ფრონტის ხაზზე ხდება.
ოთხშაბათს, 20 ივლისს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 4 ახალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას M142 HIMARS გადასცემს. ეს აშშ-ის მიერ გაგზავნილ HIMARS 16-მდე გაზრდის.
ავტორი