მიკროავტობუსი, რომელშიც 14 მგზავრი იმყოფებოდა, გადაბრუნდა. შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოხდა. არიან დაშავებულებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი ავრცელებს.