აუქციონზე, სადაც საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იანი წილი იყიდებოდა, გამარჯვებული გამოვლენილია. ირკვევა, რომ აუქციონში ერთადერთმა კომპანიამ „შპას „ჯი ბი არმ“-მა მიიღო მონაწილეობა. მის მიერ შეთავაზებული თანხა 37 400 ლარი გახდათ ერთადერთი და შესაბამისად ყველაზე მაღალიც.
აუქციონის საწყისი ფასი 34 ათასი ლარი იყო, ხოლო ე.წ. ბიჯი შეადგენდა 10%-ს- 3400 ლარს. სწორედ ერთი ბიჯით გახდა „ჯი ბი არ“-ი გამარჯვებული და საქართველოს ლიგა 3-ის გათამაშებაში მოასპარეზე „გურიას“ 100%-იანი წილის მფლობელი.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითრებას, რაც გამოიხატება ახალგაზრდული გუნდების, ჯგუფების, კლუბების და მომსახურე პერსონალის განვითარებასა და დაფინანსებაში.
მყიდველმა ასევე კლუბში უნდა უზრუნველყოს 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად არანაკლებ 700 000 ლარის ოდენობით ინვესტირება.
თანხების არაუმეტეს 60% მდე უნდა გაიხარჯოს კლუბის თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის, არანაკლებ 20% უნდა გაიხარჯოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.