რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში პიტბულმა 11 წლის ბიჭი დაკბინა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბიჭმა ეზოში თამაშის დროს ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც დამწყვდეული იყო პიტბული და ბიჭს კარის გაღებისთანავე ეცა.
სოციალურ ქსელის მომხმარებელი თამთა ჭიღლაძე, წერს, რომ პიტბული, რომელმაც ბავშვი დაკბინა, პატრონს ფარეხში ჰყავს გამოკეტილი და სხვა ძაღლებთან აჩხუბებს.
ჭიღლაძის ცნობით, ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი, სადაც მასზე დაკვირვება ხდება.