https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

    კრასნოდარის მხარეში დრონებმა მილსადენი და ორი გემი დააზიანეს

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სტადიონზე სიდედრის ტრუსით

12:04; 30.07.2022
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც “ტყავის ბურთის” მიმართ გულგრილი იქნება. ამ “საერთო-საყოველთაო” გატაცებას გვერდს ვერც ჩვენი მსახიობები და კინორეჟისორები აუვლიდნენ. “პირველი მერცხალი”, “ ფეოლა”, “ ბურთი და მოედანი” – ქართული კინოხელოვნების საგანძურშია შესული და ნებისმიერი თაობისა და ასაკის თანამემამულე მაყურებლის საყვარელ კინოსურათებად ითვლება. დღევანდელ წერილში ქართველი აქტიორებისა და ფეხბურთის სიყვარულზე, ასევე ზემოთჩამოთვლილი ფილმების გადაღებების დროს დაფიქსირებულ “კულისებსმიღმა” მოვლენებზე ვისაუბრებთ.

“პირველ მერცხალში” მრავალი ცნობილი ქართველი კინომსახიობი მონაწილეობდა. გულჩინა დადიანი დოდო აბაშიძის ცოლის როლს თამაშობდა. ერთ დღესაც ქალბატონი გულჩინა “სერიოზულად” ჩაფიქრდა და კოლეგებს განუცხადა, რომ მათი საქმე საკმაოდ “ცუდად” იყო. როდესაც “მიზეზის” დასახელება მოსთხოვეს, “შეწუხებული” სახით შემდეგი განცხადება გააკეთა: “ნამეტანი ბევრი თავადიშვილები ვართ ერთად შეყრილი და ადრიანი კომუნისტების ეპოქა რომ იყოს გაციმბირება არ აგვცდებოდაო”. შემდეგ კი ფილმში მონაწილე მსახიობების გვარები ჩამოთვალა: დადიანი, აბაშიძე, ჯაიანი, ლორთქიფანიძე…

“პირველი მერცხალის” გადაღების დღეებში, მოულოდნელად ფოთის ნავსადგურში ბრიტანელების გემი შემოვიდა. მგზავრები ინგლისიდან იყვნენ და ძირითადად ახალგაზრდა ჭაბუკებს წარმოადგენდნენ. ეს ყმაწვილები, ქალბატონ ნანა ჯორჯაძეს ძალიან მოეწონა და მათი სურათში გადაღება მოინდომა. ინგლისელები იოლად დათანხმდნენ და არანაირი ანაზღაურებაც არ მოუთხოვიათ. ისინი მონაწილეობდნენ იმ ეპიზოდებში, სადაც გემზე უცხოელები არიან. თავისუფალ დროს ჩინებულად ილხენდნენ, ფოთში ჩიბუხებით დადიოდნენ და ჰაშიშს სრულიად აშკარად ეწეოდნენ. ფოთის იპოდრომზე გადაღებებისას ამ ბიჭებმა თავიანთი ამერიკული გახეხილი ჯინსები გაიხადეს და ფეხბურთელების ფორმები მოირგეს. ვიღაცამ არ მოიპარა ის ჯინსები? ატყდა ერთი ამბავი. ფეხზე დადგა სრულიად საქარველოს კა-გე-ბე.

თარჯიმანი ემუდარებოდა ჩვენს სამართალდამცველებს, დაანებეთ თავი ძებნას, ამ უცხოელებს არ უნდათ ის ჯინსებიო და არაფერსაც ითხოვენო. მაგრამ ვინ დაუჯერა. დაიჭირეს დამნაშავეც, ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ბიჭი. დადიოდნენ ბრიტანელები ფოთის მილიციაში შემდეგ, იხვეწებოდნენ, არაფერ შუაშია ის ახალგაზრდა, რადგან ჩვენ თავად ვაჩუქეთ ჯინსებიო. ძლივს გამოაშვებინეს. განშორების წინ, ქართველებმა სტუმრებს სვანური ქუდები აჩუქეს. როცა გემი პორტიდან გადიოდა, მოიხადეს ეს სვანური ქუდები და მასპინძლებს ამგვარად დაემშვიდობნენ. ჩვენს მსახიობებს მოულოდნელად ტირილი აუტყდათ.

“პირველ მერცხალში” ერთ-ერთ მთავარ როლს დოდო აბაშიძე ასრულებდა. მსახიობი დიმა ჯაიანი ბატონ დოდოზე მოგვიანებით შემდეგს იხსენებდა: “ დოდო აბაშიძე ყოველ დილით ვარჯიშობდა, გავიდოდა ზღვაზე, ფოლადივით მაგარ სხეულს იკაჟებდა. მერე ორ ახალგაზრდას დაუძახებდა. ბიჭები ბატონ დოდოს მკერდზე ფეხით შედგებოდნენ და მასაჟს უკეთებდნენ. ამ დროს დოდო რას არ ჰყვებოდა. ისეთი მკლავები ჰქონდა, მისი გადამწევი საქართველოში არ მეგულებოდა. უძლიერესი, გულადი არც ჩხუბს დაერიდებოდა. ერთხელ შევედი სასტუმროში და საოცრად ნაზი მუსიკა მესმის. ვიღაც როიალზე ლისტს უკრავდა. გავედი ფოიეში და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – დოდო აბაშიძე იყო. ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს კეთილი გოლიათი ასე უკრავდა. ეს არავის გადაუღია, მაგრამ ხომ ღირდა ერთ ფილმად!”.

იპოლიტე ხვიჩია “რეალურ” ცხოვრებაში სულ სხვანაირი იყო. კეთილშობილი და მოწესრიგებული, “პირველი მერცხალის” გადაღებების დროს მოედანზე ყოველთვის პირველი ცხადდებოდა, ჩაიცვამდა, დაჯდებოდა და დანარჩენ კოლეგებს ელოდებოდა. აზარტული იყო ძალიან და განსაკუთრებით ნარდი უყვარდა. ხშირად იგებდა კიდეც, მხოლოდ დოდო აბაშიძესთან მარცხდებოდა. თავის ემოციებსაც ამ დროს ამჟღავნებდა – ნარდის დაფას ამტვრევდა, კამათელს შორს ისროდა, იყო საშინელი ღრიალი. დოდოს კი არა, ნარდს და კამათელს ეჩხუბებოდა. ეცინებოდა დოდო აბაშიძეს, ჯინაზე არაფერს უთმობდა იპოლიტეს.

ფილმი “ბურთი და მოედანის” გადაღების დროს იპოლიტე ხვიჩიას ხან მოკლე ტრუსი ჩააცვეს, ხან – გრძელი. ვერც-ერთი ვერ მოარგეს. ბოლოს უთქვამს, მე თვითონ მოვიტანო. მართლაც მოუტანია. გადაიღეს. მხოლოდ ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ უთქვამს, რომ: “ სარეცხის თოკიდან ჩემი სიდედრის ტრუსი ჩამოვიღე და ის ჩავიცვიო”.

სიდედრზე გამახსენდა. მერაბ თავაძე იხსენებდა: “ კინოსურათი “თოჯინები იცინიან” გადაღების დროს ბატონ იპოლიტეს ყურება სიცილის გარეშე არ შემეძლო. რეჟისორს მორიდებით უთქვამს: ბატონო იპოლიტე, ცოტა ხნით დაგვტოვეთო, – კი ბატონო, თუ მაგი უშველის რეზიკოს. სულ წავალ სახლში, სხვა არა იყოს რა, მთელი რვა საათია, სიდედრისთვის თვალი არ მომიკრავსო. იმდენი ვიცინეთ, იმ დღეს ვერავინ ვერაფერი გავაკეთეთ”.

იპოლიტე ხვიჩია ყოველთვის შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს “ტყავის ბურთის” სიყვარულს აბრალებდა. იმ ხანად თეატრებს შორის საფეხბურთო შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ხვიჩიაც მუდმივად, ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას ასრულებდა. ერთხელაც მსახიობის პროფესია მობეზრდა და ფეხბურთელობა გადაწყვიტა. იმ დროს თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო. იპოლიტე ხვიჩიამაც “დინამოს” თავკაცს შემდეგი განცხადება აახლა:

“მე, იპოლიტე ალექსანდრეს-ძე ხვიჩია, მშობლების ხელმოკლეობის გამო დავიბადე ქალაქ ხონში. დედაჩემმა აკვნიდანვე შემაყვარა ბურთი. ახლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ წუთებს, როდესაც აკვანში ვტიროდი და მამაჩემი დედაჩემს გასძახებდა: ჩაჩარე, ქალო, მაგ დალეულს ბურთი პირში, თორემ გადავაგდებ ფანჯრიდანო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, გავმხდარიყავი ფეხბურთელი. ახლა გთხოვთ მიმიღოთ თბილისის “დინამოში” და საჯაროდ ვდებ პირობას:

არასდროს დავლევ გაკეთებულ ღვინოს.

არასდროს არ ავიცილებ და არ ავაცილებ სანაძლეოებს.

გუნდში მივატოვებ არტისტობას და გავხდები სერიოზული კაცი.

საწვრთნელ ვარჯიშზე გამოვივლი ხანდახან, მწვრთნელი რომ ძალიან არ შევაწუხო და თანაც მთლად რომ არ დავავიწყდე.

თამაშის მსვლელობის დროს მსაჯს მხოლოდ მშობლიურ ენაზე შევაგინებ.

არასდროს მივიტან ჯამაგირს სახლში.

საერთოდ მივატოვებ ცოლ-შვილს და მეტი რაღა ვქნა, არ ვიცი. ხოლო თქვენ, ბატონო გავრილ, პირადად გჩუქნით მოკლემეტრაჟიან ფილმს “ ბურთი და მოედანი”. თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუნდით, როგორი მონაცემები მაქვს. ოქროს მედალს ახლავე თუ გადმომცემთ, ნამეტანი მადლობელი დაგრჩებით”.

ცნობილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი, პარალელურად მსახიობიც გახლდათ და ერთგვარად ორ პროფესიას ემსახურებოდა. ბატონ ნუგზარს, საფეხბურთო ან საკალათბურთო შეხვედრების წაყვანისას სხვადასხვა კურიოზები ხშირად შემთხვევია და ეს ალბათ ცალკე წერილის თემაა. დღეს კი მის რამდენიმე სახალისო “ინციდენტს” გავიხსენებთ და მას თავად ნუგზარ ჯუღელის სიტყვებით შემოგთავაზებთ:

“იმ დღეს თბილისის “დინამო” რუსეთის რომელიღაცა გუნდს ეთამაშებოდა. აი, ვაცხადებ, ბურთით გუცაევია, ვოვამ მოატყუა ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ვიკბინე ენაზე, ოპერატორმა დუბლი გაიმეორა, სადაც გუცაევმა მხოლოდ სამი კაცი მოატყუა. უცებ ვერაფერი უკეთესი ვერ მოვიფიქრე და საზეიმო ხმით ვაცხადებ: „ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მართალია, გუცაევმა სამი კაცი მოატყუა, მაგრამ ოთხი კაცი ორი წუთის წინ მოატყუა და გამოცხადება ვერ მოვასწარი, ახლა შევკრიბე მეთქი.

ერთხელაც, საბჭოთა ახალგაზრდული ნაკრები საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ეთამაშებოდა. საბჭოთა გუნდში ქართველი თამაშობდა, გვარად მჟავანაძე. ვაცხადებ,–მჟავანაძეს აქვს ბურთი, ატყუებს ერთ ბერძენს, ატყუებს მეორეს, მესამეს… დედა, დედა, დედა, რა მატყუარა ყოფილა კაცო ეს მჟავანაძე – მეთქი. ვიკბინე მაშინაც ენაზე, მაგრამ გვიან იყო. რატომ ვიკბინე და იმიტომ, რომ მაშინ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო და მე ვყვიროდი, მჟავანაძე მატყუარა ყოფილა—მეთქი. ორი თვის პრემია მომიხსნეს.“

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

როგორ გადავარჩინოთ გაფუჭებული საჭმელი?

09:59; 23 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

რა ხდება ორგანიზმში ყავის მიღების შემდეგ

09:57; 23 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

მათთვის, ვინც დიეტაზეა

09:55; 23 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

რომელი სახეობის თევზი უნდა მივირთვათ

09:54; 23 დეკემბერი, 2025
ზაფრანი

როგორი იქნება 22-28 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

12:20; 22 დეკემბერი, 2025

“ბითლზი”, “ ბლიცი” და “ორერა”

მე შეიძლება გადავდგე, მაგრამ ჯერ არა- რომის პაპი

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის

19:02; 23.12.2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23.12.2025
პოლიტიკა

ოზურგეთის მომსახურების ცენტრს ირაკლი გაბედავა უხელმძღვანელებს

18:06; 23.12.2025
სამართალი

ზუგდიდში მამაკაცი მოკლეს

17:39; 23.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:29; 23.12.2025
საზოგადოება

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს

16:50; 23.12.2025
პოლიტიკა

თამთა მიქელაძე: აშკარა იყო, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი მეარყიშვილს ამისთვის ფასს გადაახდევინებდა

16:38; 23.12.2025
პოლიტიკა

ლევან სამუშია: გვეუბნებიან, რომ წლების განმავლობაში, „ოცნებაში“ კორუფცია იყო მოდებული, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის?!

15:44; 23.12.2025
პოლიტიკა

DRI : ახალგორში აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უკანონოდ დააკავეს

15:38; 23.12.2025
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

14:24; 23.12.2025
ფინანსები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა

14:17; 23.12.2025
ფინანსები

შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად – ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa

12:58; 23.12.2025
სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან ქრთამის სახით 1 მილიონი დოლარი აიღო – პროკურატურა

12:29; 23.12.2025
სამართალი

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შესახებ

12:02; 23.12.2025
საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

11:53; 23.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო