The Irish Times წერს, რომ ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
გამოცემა წერს, რომ თუ საქართველო მიგრაციის მართვას ვერ შეძლებს, შესაძლოა, ქვეყანამ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაკარგოს.
The Irish Times აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში, ახლა კი გაძლიერებული ყურადღების ქვეშ დგას, რადგან რიცხვები იზრდება
გამოცემის ინფორმაციით, ირლანდიაში მხოლოდ ამ წელს თავშესაფარი 1 100-ზე მეტმა ქართველმა მოითხოვა.
გამოცემა ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი არა კონფლიქტი ან მათი პოლიტიკური დევნა, არამედ სიღარიბეა.
ავტორი