https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურიაში მგლები მომრავლდა _ როგორია პრობლემის გადაჭრის გზა და რეკომენდაციები

13:27; 31.07.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიის მაღალმთიან სოფლებში მტაცებელი ნადირი მომრავლდა. მაგალითად, ჩოხატაურში, ხიდისთავის თემში შემავალ სოფელ ახალშენში მგელმა რამდენიმე ოჯახს ძროხები დაუგლიჯა,  ჭაჭიეთში კი დათვმა _ მაკე ღორი. მოსახლეობა დათვების მიერ თხილის დაზიანების შესახებაც საუბრობს.

ეს ის ფაქტებია, რაც “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, მაგრამ როგორც სტატიის მზადების პროცესში გავიგეთ, მდგომარეობა ოზურგეთში, ჩოხატაურთან, შედარებით კიდევ უფრო საგანგაშოა.

ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში ზურაბ მათითაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მოსახლეობას ეკრძალება ნადირის მოკვლა და ამიტომ სპეციალურ სამსახურებს უნდა მიმართონ:

“მომრავლებულია ნადირი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, დათვმა ჭაჭიეთში ღორი დაგლიჯა. ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, თუ სპეციალური სამსახურები არ ჩაერთნენ. მოსახლეობისთვის აკრძალულია ნადირისთვის სროლა”, _ ამბობს მერის წარმომადგენელი ხიდისთავის თემში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში უშუალოდ მერიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება და ნადირთან გამკლავების მიზნით, მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფს უნდა დაუკავშირდეს ან დახმარებისთვის მერის წარმომადგენელს მიმართონ, რომელიც მათთან დაკავშირებაში დაეხმარება.

“მერიას უშუალოდ არ აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ დადებული აქვს ხელშეკრულება მონადირეთა ჯგუფთან. ამ ჯგუფის წევრებს ოფიციალურად აქვთ უფლება, დახოცონ რაოდენობრივად 5 მგელი ან 10 ტურა. თუკი მოსახლეობა მიმართავს მონადირეთა ამ ჯგუფს, ან შეიძლება მერის წარმომადგენლის ჩარევა იყოს საჭირო მიმართვისთვის, ისინი მიიღებენ ზომებს. ასეთი პრობლემა კიდევ რამდენიმე სოფელშია და ასე ნაწილობრივ გვარდება”, _ გვპასუხობენ მერიაში.

სახელმწიფოს მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ირგვლივ და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს მუნიციპალიტეტებში პრობლემა, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელ კარლო ამირგულაშვილს ვესაუბრეთ.

_ არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ. თავის მხრივ, ეს დადგენილება ემყარება ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონს. ამ დადგენილებიდან გამომდინარე, დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება გახდა საჭირო იმიტომ, რომ არსებობს კონფლიქტები რეგიონებში. როგორც შინაურ პირუტყვსა და ქონებაზე, ასევე, ადამიანზეც შეიძლება მოხდეს თავდასხმა, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა, უფრო პირუტყვზე თავდასხმის შემთხვევებია. აქედან გამომდინარე, ეს არის დელეგირებული უფლებამოსილება, ამ დადგენილებით განისაზღვრება, რომ თუკი გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სამეურნეო საქმიანობას, ამ ზიანის თავიდან აცილებისთვის სამინისტრო უდგენს შესაბამის მუნიციპალიტეტს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გარკვეულ კვოტას. იმის გამო, რომ ბოლო წლებში გახშირებული იყო ასეთი თავდასხმები, მივიღეთ გადაწყვეტილება და შევიდა დადგენილებაში ცვლილება. ამ ცვლილებიდან გამომდინარე, მომზადდა ბრძანება, გარეულ ცხოველთა ჩამონათვალის დადგენის თაობაზე და ღონისძიებები, რომლებიც, შესაძლოა, განახორციელონ მუნიციპალიტეტებმა სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ანუ ჩვენ გვაქვს ორი ინსტრუმენტი _ ერთი დელეგირებული უფლებამოსილება, რომელიც სამინისტროსთან თანხმდება და დგინდება გარკვეული კვოტა მუნიციპალიტეტისთვის ყოველწლიურად, მაგრამ ამის მიღმა მივიღეთ ინსტრუმენტი და ყველა მუნიციპალიტეტისთვის. საქართველოში, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა აქტიური მომართვები, დადგინდა, რომ 2021-2022 წლების სეზონისთვის, უფლება აქვთ სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე, მოკლან 5 მგელი და 10 ტურა. თუკი არსებობს იმის საჭიროება, რომ მეტი პრევენციული ღონისძიება უნდა გაატარონ და ამას დაასაბუთებენ მუნიციპალიტეტები, შეუძლიათ, მოგვმართონ და ამ კვოტის ამოწურვის მიღმა სამინისტრო დაუდგენს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში კვოტას.

ეს არის ზოგადი წესი და ამასთან მიმართებაში გვაქვს მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით იმათთან, ვისაც მწვავედ უდგას ეს პრობლემა და ამ დელეგირებული უფლებამოსილების შემდეგ აორგანიზებენ თავად მუნიციპალიტეტები მგლებისა და ტურების ამოღებას გარემოდან. ჩვენ პროცესში აღარ ვერთვებით, თუმცა, ერთვება გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი და ასეთ შემთხვევებთან მიმართებაში, არის მათთან შეტყობინების ვალდებულება.

_ ბატონო კარლო, როგორია მდგომარეობა გურიის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში?

_ ოზურგეთმა, მაგალითად, უკვე გამოიყენა კვოტა, დამატებით კვოტაზე აქვს სამინისტროსთვის მომართული. მიმდინარეობს მუშაობა და ამ თვეში, უნდა მივცეთ ნებართვა დამატებითი რაოდენობის მგლებსა და ტურებზე ნადირობის შესახებ.

რაც შეეხება ჩოხატაურს და ლანჩხუთს, დამატებით კვოტაზე მომართვა არ აქვთ და უნდა ინადირონ კვლავ დადგენილი რაოდენობის ფარგლებში _ ანუ აქვთ 5 მგლის და 10 ტურის გარემოდან ამოღების უფლება.

_ თქვენი ინფორმაციით, რამ განაპირობა გარეული ცხოველის მომრავლება?

_ ეს პრობლემა ახალი არ არის. რაღაც დოზით ყოველთვის არსებობდა. იმიტომ, რომ სოფლები უშუალოდ ტყეების სიახლოვეს მდებარეობს. აღმოსავლეთ ევროპაშიც არის ასეთი პრობლემები. ასე რომ, ეს მარტო ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი პრობლემა არაა. ამას ემატება ის, რომ ცხოველები უფრო ხშირად ჩამოდიან დასახლებულ პუნქტებში იმის გამო, რომ მოსახლეობას უკონტროლოდ ჰყავს გაშვებული საქონელი. ნარჩენებს ათავსებენ სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც დამატებითი პრობლემაა. ზოგადი პრობლემაა ისიც, რომ საკვები ბაზა მათთვის მცირდება ბევრ ტერიტორიაზე ბრაკონიერობის ან სხვა მიზეზების გამო. მიგრაციაც არის პრობლემა. მაგალითად, რაჭაში ტერიტორია ტყევდება, მოსახლეობა იკლებს და არის სერიოზული მიგრაცია. ამ ნახევრად ან მთლიანად ტყიან ტერიტორიებზე ნადირი თავს გრძნობს, როგორც სახლში. ესეც დამატებითი პრობლემაა, მაგრამ, სანამ ნარჩენების მართვის პრობლემა არ მოგვარდება, მოსახლეობა არ გააცნობიერებს, რომ უკონტროლოდ და დაცვის გარეშე მიტოვებული საქონელი არ უნდა გაუშვას ტერიტორიაზე, ეს ყოველთვის დარჩება პრობლემად. ძალიან რთულია ამ პრობლემის მოგვარება.

ბოლო წლებში მომართვიანობა უკავშირდება თავად მოსახლეობის შეწუხებას. მიმართვას მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც, თავის მხრივ, მიმართავენ სამინისტროს, რომ კანონის ფარგლებში მოხდეს მგლებზე ნადირობის პროცესი.

_ დათვთან დაკავშირებით როგორია კანონი?

_ დათვი არის წითელი ნუსხის სახეობა, აუცილებელია, დასაბუთდეს კარგად მისი მოკვლის აუცილებლობა და მუნიციპალიტეტიდან მომართვის შემდეგ უნდა მოხდეს მთავრობის დადგენილებით ნებართვის მიცემა.

როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ვიდრე მგლებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრება და რას შეიძლება უკავშირდებოდეს ნადირის გახშირებული გამოჩენა სოფლებში _ ამ თემებზე შესახებ ვესაუბრეთ მონადირეთა ჯგუფ “ძამას” წევრს გაგა ყაჭეიშვილს.

_ ზამთარში უფრო ხშირად არის ხოლმე სოფლებში ნადირის გამოჩენის შემთხვევები. რას უკავშირდება მათი გამოჩენის სიხშირე ამ პერიოდში?

_ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლეკვიანობაა. მგლებს ჰყავთ ლეკვები, რომლებსაც სჭირდებათ გამოკვება. არის შემთხვევები, როცა ლეკვებთან ერთად დადიან სანადიროდ.

_ ბოლო პერიოდში თუ მოგმართეს და რომელი სოფლებიდან?

_ ჩვენ სამონადირეო ჯგუფს, ორი წელია აქვს ხელშეკრულება ჩოხატაურის მერიასთან და შესაბამისად, ჩოხატაურის ტერიტორიაზე 10 ტურის და 5 მგლის ლიკვიდაციის უფლება გვაქვს, რაოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში სოლიდური ჯარიმებია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ რაოდენობის მგლის და ტურას მოკვლა, არაფერს არ ცვლის, ჯარიმებს კი ყველა ერიდება. ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსგან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება ამ ყველაფერს.

ბოლო დროს, ძირითადად, მაღალმთიანი სოფლებიდან მოგვმართავენ. მოგვმართეს მაგალითად, ჭაჭიეთიდან, ერკეთიდან. უფრო ხშირად კი მგელი გვხვდება ჭალებსა და ჭალისპირა სოფლებში. ხშირად ჩამოდის, მაგალითად, მდინარე სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

_ მომართვის შემდეგ რა ღონისძიებები გატარდა?

_ რაც მოგვმართეს, მას შემდეგ 1 მგელია ლიკვიდირებული, ტერიტორიულად სოფელ სამებაში, და აღრიცხულიც შესაბამის სამსახურებში. ადგილობრივებისგან უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო. ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ, რომლებიც ენთუზიაზმის გამო შევიკრიბეთ, მოგვწონს ნადირობა.

არ მინდა ისე გამოჩნდეს, თითქოს მე ვითხოვდე, მაგრამ რაღაც ხარჯები რომ აუნაზღაურდეს მგელზე მონადირე ჯგუფს, მაგალითად, გადაადგილების, ტყვია-წამლის ხარჯები, დაინტერესებაც უფრო დიდი იქნება. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ჩაასხას საწვავი მანქანაში და წამოვიდეს სანადიროდ. ასე ენთუზიაზმზე ძნელია ამის გაკეთება. ვერავის დაავალდებულებ, რომ მგელმა ძროხა შეჭამა და გამყევი, მოვკლათო.

 _ მოსახლეობის ნაწილი მგლის დასაფრთხობად ხშირად იყენებს სპეციალურ საშუალებას. რამდენად ეფექტურია მსგავსი ასაფეთქებლები?

_ ის ასაფეთქებლები, რასაც მოსახლეობა ნადირის დასაფრთხობად იყენებს, დროებითი ეფექტის მქონე ღონისძიებაა. რაღაც დროის შემდეგ ნადირიც ეჩვევა და აღარ მიიჩნევს საშიშად მის ხმას. მტაცებელთან გამკლავების ერთადერთი ვარიანტი არის მისი ბუნებიდან ამოღება, განადგურება და დამარხვა.

_ რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ მოსახლეობას?

_ მოსახლეობას შემიძლია ვუთხრა, რომ მოარიდოს თავისი პირუტყვი მგელს _ პირუტყვი არ უნდა იყოს ასე მიშვებული. არ შეიძლება გადენონ, უბრალოდ, ტყეში, მაგალითად, ძროხები და დატოვონ ღვთის ანაბარა და დაელოდონ, როდის ჩამოვა საღამოს. უნდა მიყვებოდეს 2-3-კაციანი ჯგუფი იმ პირუტყვს, ახლდეს ძაღლი, რომელიც ცოტას მაინც შეაფერხებს მგლის თავდასხმას პირუტყვთან. ან უნდა დაიცვა პირუტყვი, ან უნდა გაანადგურო მგელი, რომელიც მარტივი გასანადგურებელი არაა. ყოფილა შემთხვევები, როცა 10-15 დღე ვყოფილვართ ტყეში და საერთოდ არ შეგვხვედრია. ძალიან ჭკვიანი ცხოველია და გაურბის ძაღლსაც და ადამიანსაც.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ზურაბ მათითაშვილი
გაზიარება29Tweet18Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სამეგრელოში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

16:29; 19 დეკემბერი, 2025

სიკვდილით თავად დაისჯებით, საკუთარ აფთრებთან ერთად - აზოვის პოლკი 

გაზპრომმა ლატვიისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20.12.2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20.12.2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20.12.2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20.12.2025
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწოვანთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება – დაკავებულია 1 პირი

17:00; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთელი ცეკვის მასწავლებლის სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა

16:52; 20.12.2025
სამართალი

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

16:12; 20.12.2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20.12.2025
საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20.12.2025
მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

14:04; 20.12.2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20.12.2025
მსოფლიო

reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

12:41; 20.12.2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო