“ღმერთო, გადაგვირჩინე ჩვენი ბუთქუჩელა, Mamuka Onashvili იბრძოლე სიცოცხლისთვის, გთხოვ“, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოდელმა და ტელეწამყვანმა ირინა ონაშვილმა დაწერა.
შეახსენებთ, რომ მომღერალი მამუკა ონაშვილი ავარიაში მოყვა.
ამჟამად ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, შიდა ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. ამ ეტაპზე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს“, – ამბობენ კლინიკაში.
ცნობისთვის, ავარია გუშინ, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.