რუსული ავიახაზები, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი აეროფლოტი თვითმფრინავებს სათადარიგო ნაწილებისთვის შლიან, რადგან დეტალების დასავლეთიდან იმპორტი სანქციების გამო აღარ შეუძლიათ ყიდვა – ამის შესახებ Reuters-ი ავიაციის ინდუსტრიის ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთზე დაწესებული სანქციები ავიაკომპანიებს გარკვეული კომპონენტების შეძენას უკრძალავს, რაც რემონტს ხელს უშლის.
ივნისში რუსეთის მთავრობამ რეკომენდაცია გაუწია ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ნაწილობრივ დემონტაჟს, რათა 2025 წლისთვის უცხოური თვითმფრინავების ფლოტის მინიმუმ 70% ექსპლუატაციაში შეინარჩუნონ.
Reuters-ი წყაროების ცნობით, მინიმუმ ერთ რუსული წარმოების Sukhoi Superjet 100-სა და თითქმის გამოუყენებელი Airbus A350-ს უკვე დაშლისთვის ამზადებენ.
გამოცემის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, დეტალები Aeroflot-ის, Airbus A320-სა და Boeing 737 რამდენიმე მოდელისგან აიღეს, რადგან გადამზიდველებს სხვა Boeing 737s და Airbus A320-ებისთვის სწორედ ეს სათადარიგო ნაწილები სჭირდებათ.
Reuters-თან წყაროებმა დროის ფაქტორზეც ისაუბრეს. მათი თქმით, რუსული თვითმფრინავების დიდი ნაწილი დასავლეთიდან იმპორტირებულ უცხოურ დეტალებზე მუშაობს. წყაროს მტკიცებით, რუსეთში აწყობილი ერთ-ერთი Sukhoi Superjets-დან უკვე ამოღებულია ძრავა, რათა მეორე იდენტურმა თვითმფრინავმა ძრავის საშუალებით ფრენა გააგრძელოს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved